Friday, March 27, 2015







განხორციელებული ინიციატივები





















მოხდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება


2015 წლის 29 იანვარს პატრიკეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ირა ძოძუაშვილმა ჩაატრა ტრენინგი თემაზე:,,შხამქიმიკატების არასწორად გამოყენება ავნებს ჩვენს ჯამრთელობას". ტრენინგის მიზანი იყო უკეთ გავცნობოდით შხამქიმიკატების სწორად გამოყენებას.. ტრენინგს ესწრებოდნენ: მეშვიდე, მერვე ,მეცხრე ,და მეათე კლასის მოსწავლეები. ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე ხატიაშვილი, სამოქალაქო კლუბის მობილიზატორი მარინე შენგელია, და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ჩიხლაძე.






2015 წლის 29 იანვარს ვიმყოფებოდით სოფლის თემში სადაც შევხდით სოფელ პატრიკეთის გამგებლის წარმომადგენელს ბატონ დავით ჯანელიძეს.











კედლის გაზეთი"ეკოლოგია"



2015 წლის 24 თებერვალს ,,თავისუფალი თაობის" კლუბის წევრებმა ჩავატარეთ სკოლის შიდა კონკურსი 3 მარტთან დაკავშირებით.კონკურსი იქნება ასეთი სახის: პირველიდან მეოთხე კლასამდე ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ბარათების დამზადებაში დედის დღესთან დაკავშირებით... ამ ბარათებს წარადგენს თითოეული მოსწავლე 2 მარტს და ამ დღეს გამოვლინდება გამარჯვებულიც...









2015 წლის 25 თებერვალს ისტორიის მასწავებელმა ალექსანდრე გიგაურმა ჩაგვიტარა ტრენინგი თემაზე: 25 თებერვალი და მომხდარი მოვლენები... გვიამბო რომ 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. ამ დღეს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოვიდა და მოხალისეთა რაზმებსა და ქართველ იუნკერებს სასტიკად გაუსწორდა.
1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდი გადმოლახეს და საქართველოს სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მყოფი სოფელი შულავერი დაიკავეს. 19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა დაახლოებით 600 მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ჩხეიძე მეთაურობდა. ასევე გვესაუბრა 23 თებერვალთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებზეც....






2015 წლის 2 მარტს ჩატარდა გამოფენა ბარათების კონკურსთან დაკავშირებით სადაც გამოიფინა ბავშვების ნამუშევრები გამარჯვებულს გამოვავლენთ ოთხშაბათს...2015 წლის 10 მარტს ბუკლეტები დავარიგეთ მოსახლეობაში ,, სწორად გამოვიყენოთ შხამ-ქიმიკატები და ვიზრუნოთ ჩვენს ჯამრთელობაზე" ბუკლეტების დარიგება მოხდა თითქმის მთელი სოფლის მაშტაბით .... ასევე გადავიგეთ ვიდო ამავე თემასთან დაკავშირებით..


2015 წლის 5 მარტს გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულები:
1კლასი-მედეა სანებლიძე
2კლასი-ლიზი შენგელია
3კლასი-ნინი სულაბერიძე
4კლასი-ნია ბერაძე
5კლასი-ანანო თუთბერიძე
6კლასი-გიორგი ვაჩიბერაძე
მათ გადაეცათ სერთიფიკატები










8 მარტთან დაკავშირებით გავაკეთეთ კედლის გაზეთი: ვინ არის ქალი?









2015 წლის 10 მარტს ბუკლეტები დავარიგეთ მოსახლეობაში ,, სწორად გამოვიყენოთ შხამ-ქიმიკატები და ვიზრუნოთ ჩვენს ჯამრთელობაზე" ბუკლეტების დარიგება მოხდა თითქმის მთელი სოფლის მაშტაბით .... ასევე გადავიგეთ ვიდო ამავე თემასთან დაკავშირებით..




2015 წლის 12 მარტს მოვაწყვეთ გამწვანება. გავამწვანეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიები. გამწვანებაში მონაწილეობას ღებულობდა მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები. 7გოგო და 7 ბიჭი.. გამწვანებისთვის მცენარეები ბავშვების მიერ იქნა მოტანილი.დაახლოებით დაირგო 40 ნერგი...











2015 წლის 23 თებერვალს ,,თავისუფალი თაობის" წევრებმა და მერვე კლასისი მოსწავლეებმა ჩავატარეთ კონკურსი ,,ვინ უფრო კარგად იცნობს საქართველოს ფლორასა და ფაუნას". კონკურსი ჩატარდა ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით." გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. ჟიურის წევრები იყვნენ დირექტორი: ნინო კოღუაშვილი და მასწავლებელები: ზაირა ტყემალაძე, რუსუდან ჭეიშვილი და რეზო ძოძუაშვილი. სულ კონკურსში მონაწილეობდა 12 მოსწავლე 9 გოგო და 3 ბიჭი... კონკურსი შესდგებოდა 7 ეტაპისაგან...














No comments:

Post a Comment